logo
ENG



წულუკიანი: ის არაა დაპატიმრებული, მაგრამ "თავისუფლად გადაადგილდება" გადაჭარბებული ნათქვამია

27 ოქტ 202022:06
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი: ის არაა დაპატიმრებული, მაგრამ "თავისუფლად გადაადგილდება" გადაჭარბებული ნათქვამია

ქართული ოცნების ლიდერის, თეა წულუკიანის თქმით, ფრაზა "თავისუფლად გადაადგილდება" გადაჭარბებულია ბანკზე თავდამსხმელისთვის, რომელიც მე-6 დღეა პოლიციამ ვერ დააკავა.

რუსთავი 2-ზე, ღამის კურიერის წამყვანმა ყოფილ მინისტრს ჰკითხა: "შეიარაღებული პირი ამ დრომდე თავისუფლად გადაადგილდება ქვეყნის ტერიტორიაზე, რამდენად უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს უსაფრთხოების განცდა?" - ამაზე თეა წულუკიანი პასუხობს:

"როგორც, ჩანს, ინფორმაცია გაქვთ, რომ ის თავისუფლად გადაადგილდება. ჩვენ არ ვიცით ის თავისუფლად გადაადგილდება, თუ იმალება. აქედან გამომდინარე, ის არის შეიარაღებული, ის არის განსაკუთრებით საშიში, ის არ არის შეპყრობილი, ანუ დაპატიმრებული მაგრამ თავისუფლად გადაადგილდება, ეს ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია". 

თავდამსხმელს პოლიცია უკვე მე6 დღეა უშედეგოდ ეძებს. უწყება ირწმუნება, რომ იგი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს-ს განცხადებით, ესებუა 21 სექტემბერს თავს დაესხა ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალს, შენობაში მყოფი პირები მძევლებად აიყვანა და სახელმწიფოს გამოსასყიდის სახით 500 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. 

სპეცსამსახურების მიერ თანხის მიტანის შემდეგ თავდამსხმელი მძევლებთან ერთად პოლიციის მანქანით გაიქცა, შემდგომ მძევლები გაუშვა და მიიმალა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. 


close დახურვა